logo_geo
ამირან გამყრელიძე: როგორც ვიცი, არის დასტური მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში კიდევ ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ ეტაპობრივად მოწოდებაზე
- +

7 მაისი. 2021. 23:57

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  მას აქვს ინფორმაცია, ჩინეთის შესაბამისი უწყებების მხრიდან, რომ  არის დასტური ივნისის დასაწყისიდან „სინოფარმის“ კიდევ ნახევარი მილიონი დოზის ეტაპობრივად მოწოდებაზე.

 

მისივე თქმით, ვინაიდან „სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიიღო, დიდი ალბათობით, ვაქცინა განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი რანგი ავტორიზაციის. ამ ეტაპზე „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით და განსაზღვრულია 50 ათასი ადამიანისთვის.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინეთის შესაბამის უწყებებთან და როგორც ვიცი, არის დასტური მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში კიდევ ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ ეტაპობრივად მოწოდებაზე. ამავე დროს, რადგან მან მიიღო უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დიდი ალბათობით, ის განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“, რომელიც უკვე „კოვაქსის“ წევრ ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, მიეწოდება ისევე, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც „კოვაქს პლატფორმაზე“ იქნება განთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი