logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

8 მაისი. 2021. 00:32

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 334 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 52-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 121 პაციენტი მკურნალობს, 26 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 795 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 780 ინფიცირებული პაციენტი

 

 

 

big_banner
არქივი