logo_geo
სუნიტი მუსლიმები ყადირის ღამეს აღნიშნავენ
- +

8 მაისი. 2021. 12:40

 

 

 

დღეს სუნიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს - ყადირის ღამეს (ლაილათ ალ-კადრი) აღნიშნავენ.

 

სუნიტ მუსლიმ თემს დღესასწაულს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს.

 

„მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ ყადირის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ და ევედრებიან ღმერთს ცოდვების მიტევებას. აღნიშნული დღესასწაული აღინიშნება რამადანის თვის 27-ე რიცხვში და მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა”,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

 

big_banner
არქივი