logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე!
- +

9 მაისი. 2021. 12:34

 

 

„ჩვენს გმირ ვეტერანებს, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან, განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76-ე წლისთავს“, -  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

 

„ისტორიამ არ იცის ფაშიზმზე უფრო დიდი ბოროტება. ქართველმა მეომრებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის დამარცხებაში. ისინი სახლებიდან შორს, გმირულად იცავდნენ საკუთარ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, სამშობლოს.

 

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.

 

მინდა ასევე პატივი მივაგო მათ, ვინც ომიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მაგრამ დღეს უკვე აღარ არიან ჩვენს გვერდით.

 

ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე. მათი ღვაწლის უფრო მეტად დაფასება ხელისუფლებისათვის, საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის ღირსების საქმეა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე და ვცდილობთ საქმით გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება. 

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ ვეტერანებს ამ დიდ დღესასწაულს და მხნეობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

big_banner
არქივი