logo_geo
გიორგი გაგნიძე ნეაპოლის სან-კარლოს თეატრში იმღერებს
- +

9 მაისი. 2021. 20:51

 

 

ნეაპოლის უძველეს საოპერო თეატრში 14 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით ვერდის ოპერა „ტრავიატა“ იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი გიორგი გაგნიძე მიიღებს მონაწილეობას.

 

ცნობილი ბარიტონი ჟორჟ ჟერმონის პარტიას ორ სხვადასხვა შემადგენლობასთან ერთად შვიდ სპექტაკლში შეასრულებს.

 

მსოფლიო კოვიდპანდემიის შემდეგ თეატრები ნელ-ნელა უბრუნდებიან ჩვეულ სამუშაო რიტმს. ნეაპოლშიც ყველა წარმოდგენა მაყურებლის დასწრებით და კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება.

 

აღსანიშნავია, რომ გიორგი გაგნიძის პირველი სადებიუტო სპექტაკლი 2007 წელს ლა სკალაში სწორედ ვერდის „ტრავიატაში“ შედგა. დადგმას ლორინ მაზელი დირიჟორობდა. გიორგი გაგნიძეს პარტნიორობას უწევდნენ იონას კაუფმანი და ირინა ლუნგუ.

 

გიორგი გაგნიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალია, რომლიც უდიდესი წარმატებით გამოდის მილანის ლა სკალას, პარიზის ბასტილის თეატრის, მადრიდის რეალის თეატრის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერას, ლოს ანჯელესის და სან ფრანცისკოს ოპერის თეატრების, ბერლინის დოიჩე ოპერას, ვენის შთაატს ოპერას, არენა დი ვერონას და სხვა სცენებზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი