logo_geo
მეუფე სტეფანემ საჯაროდ განმარტა, რა აკავშირებს ვარლამ გოლეთიანთან
- +

10 მაისი. 2021. 16:32

 

 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს თქმით, ის ვარლამ გოლეთიანის მასწავლებელი იყო, თუმცა, მას შემდეგ მასთან ურთიერთობა არ ჰქონია და „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციებშიც მისგან დამოუკიდებლად ჩაერთო.

 

„ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ვარლამ გოლეთიანის გამოჩენამდე მქონდა. ნაციონალების დროს რომ დაისვა ეს საკითხი მაშინვე მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება, არა ჰესის მიმართ, არამედ პროცესის მიმართ. მოსახლეობა იგნორირებული იყო, ფლაერებით ელაპარაკებოდნენ.  ვარლამი პროცესში შემოვიდა აბსოლუტურად ჩემგან დამოუკიდებლად. მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი.

 

მამამისი არის ჩემი ეპარქიის მღვდელი. ვარლამი პატარა ბავშვი იყო, გიმნაზიაში სწავლობდა ჩვენთან, მე მისი მასწავლებელი ვიყავი, შემდეგ ის თბილისში წავიდა, აღარ მქონდა მასთან კონტაქტი, ის, რომ მე მას ვხელმძღვანელობდი, აბსურდია. მიყვარს, კარგი ადამიანია, ჩემთვის სიამაყეა, ეს ადამიანი არის ნამდვილად პატრიოტი და მთელი გულით არის სიმართლისთვის მებრძოლი“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი