logo_geo
თემურ ფალავანდიშვილი: როცა ახალგაზრდა ხარ, ვერ გრძნობ, რომ წუთისოფელი მართლა წუთისოფელია
- +

10 მაისი. 2021. 16:36

 

 

რეჟისორმა თემურ ფალავანდიშვილმა ფილმით „მზე შემოდგომისა“ უნიკალური კადრები შემოუნახა საქართველოს.

 

თემურ ფალავანდიშვილი „მზე შემოდგომის“ გადაღების პროცესს იხსენებს:

 

„მაშინ, ახალგაზრდობის გამო ვერ ვგრძნობდით, რა ახლოსაა სიკვდილის სუნთქვა და გვეგონა, ეს ადამიანები მუდამ ჩვენ გვერდით იქნებოდნენ... ის კი არა, ბატონი ლადო გუდიაშვილის ცეკვის მხოლოდ და მხოლოდ ის მონაკვეთი გადავიღეთ, რაც ფილმშია შესული - არც ერთი მეტრით მეტი, რადგან მერიდებოდა, ბატონ ლადოს იმაზე მეტი ეცეკვა, რაც ფილმს სჭირდებოდა. გადაიღე რა, 10-15 წუთით მეტი და შეინახე! - არ გავაკეთე, რადგან როცა ახალგაზრდა ხარ, ვერ გრძნობ, რომ წუთისოფელი მართლა წუთისოფელია.

 

სხვათა შორის, ფილმში „ქეთო და კოტე“ გიორგი შავგულიძეს კინტოურის ილეთები ლადო გუდიაშვილმა ასწავლა. ხელის მოძრაობის ცნობილი ილეთი, ფაქტობრივად, დაკარგული იყო და მისი დამსახურებით აღდგა...“

 

big_banner
არქივი