logo_geo
თბილისის რამდენიმე უბანს 11 მაისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
- +

11 მაისი. 2021. 10:31

 

 

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დედაქალაქის აბონენტების ნაწილს სხვადასხვა სამუშაოს გამო 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

 

 

სამგორის რაიონი

 

 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ცისკარიშვილის (ნაწილობრივ), რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის, დადიანის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

 

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

 

კრწანისის რაიონი

 

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, დიმიტრი გულიას, გულუას, ისპაჰანლის, იოსებ გრიშაშვილის, შოთა ნიშნიანიძის და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი

 

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის და ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

 

 

big_banner
არქივი