logo_geo
ქართველი "კანონიერი ქურდი" ანტალიაში დააკავეს
- +

12 მაისი. 2021. 00:09

 

 

ქართველი "კანონიერი" ქურდი გიორგი ზარანდია ანტალიაში დააკავეს. თურქმა სამართალდამცველებმა ზარანდია საკუთარ სახლში აიყვანეს.

 

მას დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გია ზარანდიას აქტიური კავშირი ჰქონდა აფხაზეთში მოქმედ დანაშაულებრივ სამყაროსთან და ის საზღვაო პორტის მშენებლობაზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა.  კრიმინალურ სამყაროში "გია გალსკის" მეტსახელით ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი ასევე მხილებულია მეუღლის, ცნობილი რუსი მომღერლის იულია ვოლკოვას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში.

 

"ტატუს" ცნობილი სოლისტი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იხსენებს, რომ მას ქართველმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე სახალხოდ სცემა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი