logo_geo
კორონავირუსით ფოთში 48 წლის ექთანი გარდაიცვალა
- +

12 მაისი. 2021. 13:48

 

 

კორონავირუსით ფოთში 48 წლის ექთანი გარდაიცვალა. იგი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მორიგე ექთანი იყო და ასევე დასაქმებული იყო ქალაქის ჰოსპიტალში.

 

ცენტრის ხელმძღვანელის, კესო გელენიძის თქმით, მორიგე ექთანს, ირმა თოფურიას,  კოვიდ-19 მეორედ, 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა. მისივე თქმით, ექთნის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

„ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად მდგომარეობა დამძიმდა. გადავიყვანეთ თბილისში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ათი დღე მკურნალობდა. დღეს სამწუხაროდ გარდაიცვალა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა კესო გელენიძემ.

 

big_banner
არქივი