logo_geo
ამირან გამრელიძე: ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ძლიერი „ლოქდაუნი“ შემოიღო
- +

12 მაისი. 2021. 17:51

 

 

„ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი „ლოქდაუნი“ შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, გადაცემა „Forbes Health“-ში საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ახალ „ლოქდაუნს“ ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

 

„ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით წინა გაზაფხულისა, როდესაც იყო რეზერვები, დახმარების მეტი მოლოდინი, საშუალება და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ. ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, თუ უახლოესი ორი კვირა ინფიცირების ამჟამინდელი მაჩვენებელი შენარჩუნდება, შემდეგ რაოდენობა კლებას დაიწყებს და მაისის ბოლოს ქვეყანაში შედარებით უკეთესი ეპიდვითარება იქნება, როცა ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევაზე ან გაუქმებაზეც საუბარი.

 

 

big_banner
არქივი