logo_geo
13 მაისი ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა
- +

13 მაისი. 2021. 13:28

 

 

13 მაისი მწერალ ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა. მას 85 წელი შეუსრულდებოდა.

 

ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა  1936 წლის 13 მაისს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთში.

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს თეატრების განყოფილების ინსპექტორი 1921–1965წწ., თოჯინების თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე 1965–1982წწ. პირველი მოთხრობა „აბზიანიძეების ოჯახი“ გამოაქვეყნა 1962 წელს.

 

ჯემალ ქარჩხაძის პირველმა პუბლიკაციებმა საზოგადოების ძლიერი მოწონება დაიმსახურა. მწერალი ნაწარმოებებს რეგულარულად აქვეყნებდა. 1977 წელს მისი განსაკუთრებით პოპულარული თხზულება „იგი“ გამოქვეყნდა“.  ამას მოჰყვა უმნიშვნელოვანესი რომანები: „,ქარავანი“, „ანტონიო და დავითი“, „ზებულონი“.

 

ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ და ჩეხურ ენებზე. ჯემალ ქარჩხაძეს დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰალდორ ლაქსნესის „ატომის სადგური“, ლიონ ფეიხტვანგერის „ცრუ ნერონი”, რადიარდ კიპლინგისა და ძმები გრიმების ზღაპრები. მწერალი მრავალი სტატიის ავტორია, რომელიც სრულად და უცვლელი სახითაა გამოცემული ცალკე წიგნად.

 

1999 წელს რომანისთვის „განზომილება“ მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია; 2007 წელს – თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია „გალა“.

 

მწერალი გარდაიცალა 1998 წლის 8 ნოემბერს (62 წლის ასაკში). დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

 

big_banner
არქივი