logo_geo
მაია კახიძე: 40 წელი გავიდა და სიხარულის გემო ვეღარ გვეღირსა...
- +

13 მაისი. 2021. 16:28

 

 

პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს 13 მაისია, ლეგენდარული მატჩის და დიდი გამარჯვების, თასების თასის დღეა!

 

მართლა ამაყი ვარ, რომ მე, ერთადერთმა ქალმა შევძელი და ფეხბურთზე, „დინამოზე“ და გულშემატკივარზე 250-გვერდიანი წიგნი დავწერე. მშვენივრად მახსოვს ის ღამე და ის თბილისი, როდესაც დიდი ზეიმი გვქონდა. ზეპირად ვიცოდით ჩვენი ლეგენდები და სხვა სიყვარული და პატივისცემა გვქონდა. გულწრფელად გეტყვით, დღეს ორი გვარი არ ვიცი... გული მტკივა, მაგრამ... რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს კი ვიცნობ, ოღონდ, ის თაობა მაინც სულ სხვა იყო, სულ სხვა და რამდენი სიხარული მოუნიჭებიათ, დამეთანხმებით.

 

ამ წიგნის პრეზენტაციამ ხომ საოცარი სიხარულით და სიყვარულით ჩაიარა.

 

40 წელი გავიდა და სიხარულის გემო ვეღარ გვეღირსა. ერთი სიტყვით, ბევრ დროს არ წაგართმევთ და თქვენთან ერთად ვულოცავ იმ თაობას, ვინც დღეს ჩვენს გვერდითაა და წასულებს მარადიული ხსოვნა.

 

მიყვარს მე ჩემი პროფესიები....“ - წერს მაიკო კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი