logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება
- +

13 მაისი. 2021. 17:30

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს უწყებაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

 

„მინდა, მოგახსენოთ სასიხარულო ამბავი, რომელიც  M-4 ავტომატების წარმოების დაწყებას უკავშირდება. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას.

 

თავდაცვის ძალების NATO-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის მაგალითად მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით აღჭურვა დაასახელა.

 

„ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები. ამავდროულად, მიმდინარეობს M2 ტიპის 12-მილიმეტრიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

big_banner
არქივი