logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე; 2021 წელს სრულდება NATO-ს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ
- +

13 მაისი. 2021. 17:49

 

 

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

„მინდა, ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში და აფრიკის კონტინენტზე, რომლებიც იცავენ გლობალურ მშვიდობას“, - როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, 2021 წელს სრულდება NATO-ს მისია ავღანეთში,  ხოლო ქართული ქვედანაყოფების საქართველოში დაბრუნება NATO-სთან და აშშ-სთან კოორდინაციით განხორციელდება.

 

„როგორც იცით, 2021 წელს სრულდება NATO-ს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ. აღნიშნული მიმართულებით, მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ როგორც NATO-სთან, ისე აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება. მინდა, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გადავუხადო ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენს გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი