logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: წელს 100-მდე ობიექტის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის გამართვაზე 80 მილიონ ლარს დავხარჯავთ
- +

13 მაისი. 2021. 17:54

 

 

„მიმდინარე წელს თავდაცვის ძალები 100-მდე ობიექტის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის გამართვაზე 80 მილიონ ლარს დახარჯავს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ძალებს NATO-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს.

 

„თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წლებთან შედარებით 4-ჯერ მეტი თანხაა. წელს ამ მიმართულებით დავხარჯავთ 80 მილიონ ლარს და გავარემონტებთ 100-მდე ობიექტს.  ჩვენ უნდა გვქონდეს NATO-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

big_banner
არქივი