logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე : თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს
- +

13 მაისი. 2021. 18:10

 

 

„თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საუბრისას განაცხადა. მინისტრმა საქართველოსა და ნატოს მჭიდრო ურთიერთობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელსვე NATO-ს მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდება.

 

„თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად მიმდინარეობს დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. როგორც იცით, საქართველო უკვე არის NATO-ს მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნული პლატფორმის მეორე NATO-ს არაწევრი ქვეყანა. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უკვე მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. აქტიურად გრძელდება სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე, NATO-ს შტაბ-ბინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა.  სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების მიზნით გრძელდება თანამედროვე ტექნიკითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების პროცესი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი