logo_geo
ზვიად შალამბერიძე: რეგიონში ეპიდვითარება ამ ეტაპზე კრიტიკული არ არის
- +

13 მაისი. 2021. 23:44

 

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად, კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

 

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საწოლფონდის შესახებ იმსჯელეს.

 

„რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდვითარება კრიტიკული არ არის და არსებული სიტუაციის მართვა სრულად შეგვიძლია. ყველა სამედიცინო დაწესებულებას გაქვთ „კოვიდ-19“-ის მართვის გამოცდილება და დღემდე დიდი შრომის შედეგად მართავდით პანდემიას. რეგიონის მასშტაბით საკმარისი საწოლფონდიც გვაქვს და ამ ეტაპზე დაახლოებით 1500-მდე ადგილის მობილიზება შეგვიძლია. ვიმედოვნებ, რომ ამ დღეებში არ გვექნება ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა და არ დაგვჭირდება არსებული საწოლფონდის სრულად ათვისება. პანდემიის სწორად მართვისთვის მთავარია, მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში, რათა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

big_banner
არქივი