logo_geo
რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე: ანაფილაქსიური შოკი და სიკვდილიანობა შესაძლოა კოღოს ნაკბენმაც გამოიწვიოს
- +

15 მაისი. 2021. 22:24

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძის განცხადებით, მწერის ნაკბენი ადამიანის სიკვდილიანობას ორ შემთხვევაში იწვევს, როდესაც ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება შედის ან ადამიანს ნაკბენზე ანაფილაქსიური შოკი აქვს.

 

მედიკოსის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქმე ალერგიულ რეაქციასთან გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე უწყინარი მწერი იქნება თუ შხამიანი კრაზანა, სიკვდილიანობა შესაძლოა, კოღოს ნაკბენმაც კი გამოიწვიოს.

 

ალერგია მწერის ნაკბენზე

 

კრაზანას და საერთოდ, ზოგადად, მწერის ნაკბენი საშიშია იქიდან გამომდინარე, თუ რა ნივთიერებას უშვებს ის ადამიანის კანში, შეიძლება არანაირი კრაზანა, ან შხამიანი მწერი არ იყოს და ნაკბენმა მაინც გამოიწვიოს ანაფილაქსია და ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდეს. კრაზანის ნაკბენით გამოწვეული სიკვდილიანობა ინტოქსიკაციითაა გამოწვეული თუ ალერგიული შოკით, აი, ამას აქვს მნიშვნელობა. თუ ადამიანს სულფანილამიდებზე აქვს რეაქცია, შესაძლოა კრაზანამ არ უკბინოს, მაგრამ მაინც გახდეს სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. ზოგადად, ნაკბენზე რექაცია ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ადამიანის ორგანიზმზე, იმ ადგილზე, სადაც მწერმა უკბინა და იმაზე, თუ რამდენად შხამიანია მწერი. აქედან გამომდინარე, კრაზანის ნაკბენზე ტოქსინის შეყვანა ყოველთვის სიკვდილის მიზეზი არ არის“, - განუცხადა „დაიჯესტს“ რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძემ.

 

მისივე თქმით, მწერის ნაკბენისგან თავის დასაცავად საჭიროა, სხეულის ტანსაცმლით მაქსიმალურად დაფარვა. კბენის შემთხვევაში კი - ნაკბენი ადგილის ანტისეპტიკური საშუალებით დამუშავება და ბევრი სითხის მიღება.

 

იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში კრაზანების ნაკბენით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკური მაჩვენებელი დაბალია, კრაზანის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში არ არის. ისეთ ადგილებში კი, სადაც მწერების არსებობის ალბათობა მაღალია, აუცილებელია ადამიანმა დახურული ტანსაცმლით იმოძრაოს. კბენის შემთხვევაში კი ნაკბენი მომენტალურად უნდა დამუშავდეს ანტიბაქტერუიული და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებებით. ამასთან, რა თქმა უნდა, ორგანიზმი უნდა დავტვირთოთ სითხით“, - აცხადებს იმუნოლოგი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი