logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

16 მაისი. 2021. 10:51

 

 

საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 742 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 308, „პისიარ“-ტესტით – 11 434.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,08 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,96 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,9 პროცენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 330 375 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 308 821 გამოჯანმრთელდა, 4 442 კი გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში სულ აცრილია – 88 522 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 130.

 

კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 331 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 668 პირი.

 

ამასთან, 15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

big_banner
არქივი