logo_geo
გარდაიცვალა კომპოზიტორი ბორის თბილელი
- +

16 მაისი. 2021. 15:19

 

 

კომპოზიტორ ბორის თბილელის გარდაცვალების გამო ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სამწუხაროდ, გარდაიცვალა კომპოზიტორი ბორის თბილელი - ჩემი ლექტორი, პედაგოგი, რომელიც მერე ოჯახის მეგობარი გახდა. ბატონი ბორისი ბოლო წლებში ძალიან ავადმყოფობდა, ინსულტი დაემართა და თანდათან ლოგინს მიაჯაჭვა. საოცრად თბილი პედაგოგი იყო, მშვიდი და ღიმილიანი. კარგი სტუდენტობა მქონდა, ის სხვა თბილისი იყო და ჩემი პირველი პროფესიის სიყვარული, გარკვეულწილად, კარგი პედაგოგების დამსახურებაცაა. ესტრადას ათეულობით წლები ვემსახურე და ახლაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

 

ჰოდა, ბორის თბილელი პირადად ჩემთვის გამორჩეული იმითაც გახლავთ, რომ მისი დღეს ცნობილი სიმღერის „იაგუნდი და ლალიო“ პირველი შემსრულებელი მე გახლავართ და ორიგინალი ტექსტიც სულ სხვაა. ეს სიმღერა მაშინ დაიწერა, საკონკურსოდ. უკრაინაში გავემგზავრეთ სამნი და ლაურეატებიც გავხდით. სწორედ ბატონი ბორისი დამიჯდა გვერდით მე, არამომღერალს და მან შემასწავლა ეს საყვარელი სიმღერა. გავიდა წლები და ნუკრი კაპანაძემ მასთან შეთანხმებით შეცვალა ტექსტი, რომელიც დღეს ყველამ იცის.

 

მადლობელი ვარ ამ სიმღერისთვის, გვერდით დგომისთვის, მეგობრობისთვის და სითბოსთვის.

 

ნათელი დაგემკვიდროს ცათა სასუფეველში, ბორია, ვწუხვარ, მენანები და გული მტკივა. თანავუგრძნობ შენს ოჯახს, შვილებს და ახლობლებს.

 

პანაშვიდი დღეს და ხვალ, დაკრძალვა სამშაბათს,15 სთ. მის. ხილიანი, ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში მდებარე ეკლესია“, - წერს მაია კახიძე.

 

 

 

big_banner
არქივი