logo_geo
ვის შეხვდა ცნობილი ქართველი მოდელი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში
- +

30 მაისი. 2021. 02:14

 

 

“რამხელა პატივია შეხვდე ასეთი ნათელი სულის ადამიანს, პრინცესა ჰაიფა მოჰამედ ალ საუდს. ძლიერი, ჭკვიანი და საოცრად შთამაგონებელი ქალია” – ასე ეხმაურება ქართველი მოდელი, მის საქართველო 2019 და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია პრინცესასთან შეხვედრას.

 

მოდელი იქ დასვენების პარალელურად სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს. ნინი ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზიის ჟურნალისტია და საამიროებში ჟურნალისტის სახელით არის ჩასული.

 

რამდენიმე დღის წინ, ნინიმ ახალი სურათი გამოაქვეყნა, სადაც ის პრინცესა ჰაიფა მოჰმედ ალ საუდდთან ერთად არის.

 

პრინცესა ჰაიფა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ქალბატონი საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის ვიცე-პრეზიდენტია, პარალელურად ქალების უფლებადამვველია და ამავე დროს, პრინცესას ტიტულს ფლობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი