logo_geo
სულისშემძვრელი ისტორია მოპარულ შვილზე
- +

31 მაისი. 2021. 01:29

 

 

თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, ეკატერინე სიხარულიძე წლების წინ „დაკარგულ“ შვილს ეძებს. ამჟამად, ის ემიგრანტია და ესპანეთში ცხოვრობს. ჯგუფში “ვეძებ“ ის საკმაოდ სულისშემძვრელ ისტორიას იხსენებს:

 

„მეც მოვყვები ჩემს მძიმე და მტკივნეულ ისტორიას, შევეცდები, მოკლედ ვთქვა სათქმელი. მქონდა უმძიმესი მდგომარეობა, მენჯებში ვიყავი გახსნილი და ამიტომ ოთხი თვიდან წოლით რეჟიმში ლოგინში მენჯებში მაგრად გაკრული ვიწექი. 1996 წლის 17აპრილს თბილისის #1სამშობიაროში საკეისრო კვეთით გავაჩინე მესამე შვილი, შვიდთვიანი გოგონა, ორი კილო.

 

ბავშვის ამოყვანის დროს ჩამესმა ტირილი და ექთნის ნათქვამი – „ვაიმე, რა ლამაზია!“. ჩემმა დამ პირადად ნახა იმ დღესვე, როცა გამოიყვანეს საოპერაციოდან. უთხრეს, ჯანმრთელიაო. მეც ასე მომახარეს იმ დღეს, როცა ნარკოზიდან გამოვედი. მაგრამ მეორე დღეს ჩემებს გამოუცხადეს, რომ ბავშვი დაიღუპა. ბავშვის ნახვაზე კატეგორიულად უარზე იყვნენ სანამ აწ. განსვენებულმა მისმა მამამ კარები არ შეულეწა ექიმებს, რომლებმაც გამოუყვანეს „უკვე“ გაყინული ჩვილი…

 

იქვე აუღნიშნია ჩემს ქმარს, რომ რამხელა ბავშვიაო და ერთ-ერთ მედდას  – „რაც გააკეთე ისააო“. ამის თქმაზე ხელიდან ძლივს გამოგლიჯეს ის ქალი. ანალიზი და დასკვნა – თუ 2 კილო დაიბადა, დიდი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო? ჩემი მძიმე მდგომარეობის გამო ბავშვის გარდაცვალებას არ მეუბნებოდნენ და არც გამკვირვებია, რომ არ შემოჰყავდათ. იმიტომ, რომ მეორე ოსულობაც ასეთი მდგომარეობით გავაჩინე. 2.200 რვა-თვიანი დაიბადა გოგონა და მეხუთე დღეს შემომიყვანეს პალატაში. ამის შემდეგ კატეგორიულად ამიკრძალა ექიმმა მესამის ყოლა. ყველა მეუბნებოდა, ან მოკვდები, ან ვერასოდეს ვეღარ გაივლიო.

 

სანამ სიმართლეს მეტყოდნენ, პალატაში ორჯერ შემოვიდნენ შემოვლაზე ექიმები ოჯახის გენეტიკას რომ იძიებდნენ. მაშინ არაფრად ჩავაგდე. ახლა კი ვხვდები, თურმე რისთვის სჭირდებოდათ. ბავშვის ამბავი მეხუთე დღეს მითხრეს. თავზარი დამეცა, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ვერ ვდგებოდი და სიარულზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი… ისევ ავაგზავნე მოვათხოვინე ბავშვის გატანა, მაგრამ უთხრეს, რომ დიდხანს არ აჩერებენ და უკვე დაასაფლავეს. იქედანაც ისე წამოვედით, რომ არანაირი საბუთი არ მოგვცეს.

 

შვილო, ჩემო სიხარულო და სიყვარულო. თავს ვწირავდი შენი სიცოცხლისთვის, რომ მოვლენილიყავი ამ ქვეყნად. ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ დედა და არავინ მოგატყუოს, რომ მე გაგყიდე, ან გაგაშვილე… ან კიდევ მიგატოვე…

 

გყავს უფროსი ძმა და და, რომლებიც მთელი მონდომებით ცდილობენ, რომ გიპოვონ. ყველა გეძებთ… შენი ასაკის გოგოს უკვე ყველას ეჭვის თვალით ვუყურებთ. იქნებ, შენ ხარ – ვდებ ჩვენ სურათებს, იქნებ რამე მსგავსება, სხვაობა ნახო რომელიმეში. მართალია ჩვენ შენი მშობლები არცერთი არ ვართ ცისფერთვალება, მაგრამ შენი და ძმა ორივე ქერა და ცისფერთვალაა. ეს გენეტიკურად და კიდევ, თითქმის ყველას გვაქვს ხალი ყელზე, ლოყაზე ტუჩთან ახლოს. აქვე დავამატებ, ხელოვნებასთან ვართ ძალიან ახლოს – სიმღერა, ცეკვა, ხატვა, გენეტიკაში გვყავს ტყუპები.

 

გელოდები შვილო… ვიცი რომ უფალი მოწყალეა და მალე შეცვლილი – დაიბადე 1996 წლის 17აპრილს. დედა: ეკატერინე სიხარულიძე, მამა: გიორგი ზირაქაშვილი (აწ განსვენებული)“, – წერს ეკატერინე სიხარულიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი