logo_geo
ამირან გამყრელიძე: ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ აქტიური გამავრცელებლები არიან
- +

4 ივნისი. 2021. 18:43

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების 12 წლის ზემოთ ბავშვებში გამოყენებაზე დასტურს თუ გასცემს, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი საქართველოშიც დაწიონ.

 

როგორც გამყრელიძე ამბობს, მართალია, ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან.

 

„იცით, რომ ჯერჯერობით ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ „ფაიზერის“ გამოყენება დაშვებულია 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში. დაიწყო შტატებმა, კანადამ და სამი დღის წინ ჩაერთო იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.

 

როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ. ასევე რა ინფორმაციაც მაქვს, ვაქცინის 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენების მიზნით კვლევები მიმდინარეობს ჩინურ ვაქცინებზე, აგრეთვე „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნაზე“. მარეგულირებლები დასტურს თუ მისცემენ, საქართველოც შესაბამისად გადავა, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

big_banner
არქივი