logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ივნისის ბოლოდან საქართველოში ვაქცინები შეუზღუდავი რაოდენობით შემოვა
- +

5 ივნისი. 2021. 03:00

 

„ვაქცინაციის კაბინეტების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. თუ გაინტერესებთ, როდის გავალთ იმ სიმძლავრეებზე, როდესაც დღეში 7-8 ათასს ადამიანს ავცრით და წლის ბოლომდე მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაციას უზრუნველვყოფთ, აქ დრამატული გარდატეხა ივლისიდან გვექნება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„სავაქცინაციო ქსელი ამისთვის მზადაა, მაგრამ პრობლემაა ვაქცინების მოცულობა. ვაქცინები შეფერხების გარეშე შემოდის, მაგრამ ივნისში ძირითადად ახლანდელი ტემპი შენარჩუნდება, ვინაიდან უკვე შემოსატანად გამზადებული ვაქცინების შემოტანა იგეგმება ივნისის ბოლოდან. საქართველოში შემოვა ვაქცინები შეუზღუდავი რაოდენობით, მათ შორის „ნოვოვაქსი“, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, ჩინური ვაქცინები და მოსახლეობას შეუზღუდავი წვდომა ექნება“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

big_banner
არქივი