logo_geo
ბექა ოდიშარიამ წიგნის ­ „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში’’ პრეზენტაციაში მიღო მონაწილეობა
- +

5 ივნისი. 2021. 19:04

 

 

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი მკვლევარისა და მეცნიერის, ნატო მარშანიას წიგნის ­ „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაციაში.

 

 

 

ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სახელით, დაადასტურა მაქსიმალური მზაობა ასეთი პროექტების მხარდასაჭერად, რასაც დიდი  მნიშვნელობა აქვს სახალხო დიპლომატიისა და ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის წარმოებისთვის.

 

 

 

აფხაზურ-ქართული ურთიერთობები, ზოგადად, ყველა ჭრილში საინტერესოა. უაღრესად მნიშვნელოვანია აფხაზ პოლიტემიგრანტთა წვლილი, რომელიც მათ 1918-1921 წლებში  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და აფხაზეთის, აფხაზთა, საქართველოს სახელმწიფოსა და ზოგადად, ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებაში შეიტანეს“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

 

 

 

ღონისძიება მიეძღვნა, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 1919 -1921 წლებში აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის იუბილეს, რომელსაც 26 ოქტომბერს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა.

 

 

big_banner
არქივი