logo_geo
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტური ჰოლანდიიდან
- +

9 ივნისი. 2021. 14:57

 

 

საერთაშორისო მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეს-ტურებს აგრძელებს.

ქართული ღვინის,  კულტურისა და საქართველოს  ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ  სატელევიზიო  ვიდეო რგოლებისა და დოკუმენტური სერიების გადასაღებად ადმინისტრაციის ორგანიზებით ჰოლანდიიდან საქართველოში 4 კაციანი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა. ჯგუფის წევრებს შორის იმყოფებოდა ღვინის მაგისტრი პიტერ რიჩარდსი, რომელიც სხვადასხვა გადაცემების ავტორია. ( Wine masters TV,  Wine Blast, www.susieandpeter.com;  BBC radio და სხვა)

ვიდეო გადაღებები  9 დღის განმავლობაში ძველ თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, თელავში, სიღნაღსა და  სამცხე-ჯავახეთში ტარდებოდა.

ტურის მონაწილეებმა დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუები მეღვინეებთან ჩაწერეს. პრეს-ტურის შემდეგ მომზადებული ვიდეო რგოლები და დოკუმენტური ფილმის ეპიზოდები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა მედიასაშუალებებით გადაიცემა.  

 

 

big_banner
არქივი