logo_geo
გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს წამოჭრის
- +

10 ივნისი. 2021. 20:23

 

„მე წამოვჭრი ამ საკითხს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ასე უპასუხა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა რაიმე წინსვლა ნატო-ს სამიტზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

 

„ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდამჭერები ვართ და ვფიქრობთ, რომ ეს იდეა – მოლდოვისა და უკრაინის გაერთიანება და ეს სამმხრივი ფორუმი იყო ძალიან დროული, კარგი გადაწყვეტილება, რაც სამომავლოდ დაგეხმარებათ. ჩვენ რეალურად ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ ამ საკითხს შარლ მიშელთან, ევროპულ კომისიასთან. ისინი თქვენი ამოცანების ძლიერი მხარდამჭერები არიან და ამას აქვს გარკვეული საფუძვლები, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, როდესაც ერთი საბჭოთა სივრცის წევრები ვიყავით და გვქონდა ბევრი ხალხთაშორისი კონტაქტი, ეს კონტაქტები დაგვრჩა. ვიცი, რომ ხმას გვაძლევთ ევროვიზიაზე და ესეც მნიშვნელოვანია. ამას ძალიან ვაფასებთ და ჩვენც თქვენ გაძლევთ ხმას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

 

big_banner
არქივი