logo_geo
მიხეილ ცაგარელი: ამ კვირაში შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია
- +

14 ივნისი. 2021. 12:16

 

 

„დღეიდან დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში, რაც ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია იძაბება“,-  ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“ ისაუბრა.

 

14, 17, 18 ივნისი გეომაგნიტური დღეებია, თუ იგრძნობთ თავის ტკივილს, აკონტროლეთ წნევა და ეცადეთ დაისვენოთ.

 

14 და 15 ივნისს სუსტდება გული. ასტროლოგის თქმით კი, შაბათს, 19 ივნისს კარგია თუ ახალი საქმე გაქვთ დაგეგმილი.

 

რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:

 

ვერძი - აქტიური, ენერგიულია და კომუნიკაბელურია. თუმცა, შეიძლება ვერძები სხვების ინტრიგებში ჩართულები აღმოჩდნენ. მოულოდნელი კვირაა და შესაძლოა თქვენი კვირის გეგმები მოულოდნელად შეიცვალოს, შესაძლოა ისეთი რამ გააკეთოთ ამ კვირაში, რაც დაგეგმილი არ გქონიათ.

 

კურო - ენერგოტონუსი დაბალია. ამიტომ არ დაიწყოთ ახალი საქმეები. იყავით ფრთხილად და მეტი დრო დასვენებას დაუთმეთ.

 

ფსიქო-ემოციურად ნიშანი ემოციურია, რამაც შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობა დაძაბოს.

 

ტყუპები - კვირის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, მზე ახლა გადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს. აქტიურია, შარმიანია და ენერგიულია.

 

მაგრამ ეცადეთ, არ იყოთ სულსწრაფები და არ იჯიუტოთ, რადგან შესაძლოა, შეცდომები დაუშვათ.

 

კირჩხიბი - მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, ეს არის ბოლო რთული კვირა. შემდეგი კვირიდან მზე გადადის თქვენს ზოდიაქოს ნიშანში და იწყება აღმავლობის პერიოდი, რომელიც 1 თვე გასტანს.

 

გაითვალისწინეთ ამ კვირაში შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია.

 

ლომი - ქარიზმატულია, თუ აქვს კომპიუტერული უნარების შესწავლის სურვილი, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

 

მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს პირად ურთიერთობებში, რადგან ამბიცია მატულობს.

 

ქალწული - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ იყავით ფრთხილად.

 

კოლეგებთან თქვენი ურთიერთობა შესაძლოა დაიძაბოს, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი პირდაპირობა ურთიერთობებში.

 

სასწორი - კარგი პერიოდია უცხო ენების ათვისებისთვის და უცხოელებთან კონტაქტებისთვის.

 

ამ კვირაში გამოავლინეთ მეტი მოთმინების უნარი და დიპლომატობა, რათა კარგად შეძლოთ ამ კვირის გავლა.

 

მორიელი - პარტნიორებთან და ახლობლებთან დაპირისპირების შანსი მატულობს, მათში გაღიზიანებადობა მატულობს.

 

ასტროლოგის თქმით მორიელებისთვის შემდეგი კვირა გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ეს კვირა.

 

მშვილდოსანი - მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში აქტიური და ენერგიულია, შესაძლოა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცეს.

 

თხის რქა - ენერგოტონუსი დაბალია. სასურველია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

 

მერწყული - აქტიური და კონტაქტურია. კარგი პერიოდია უცხო ენების ათვისებისთვის და უცხოელებთან კონტაქტებისთვის.

 

ასტროლოგი მერწყულებს ურჩევს, ადამიანებს უფრო მეტად ენდონ.

 

თევზები - ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით და გადაიღლებით ამ პერიოდში.

 

ამ კვირაში საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაში აღმოჩნდებით, ასევე ამ კვირაში შესაძლოა თქვენს ახლობლებს ან მეგობრებს პრობლემები შეექმნათ და მთელი ყურადღება მათზე გადაიტანოთ.

 

გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.

 

შემდეგი კვირიდან, კი როდესაც მზე თქვენ მონათესავე ნიშანში (კირჩხიბში) გადავა, იწყება თქვენი აღმავლობა და გაცილებით უკეთესად იგრძნობთ თავს.

 

 

big_banner
არქივი