logo_geo
ვაქცინაციისთვის, დამატებითი ადგილების შესაქმნელად, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა
- +

15 ივნისი. 2021. 11:37

 

„ივლისიდან, როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში, ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, დამატებითი ადგილები შეიქმნება, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჯამურად, დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბრიგადა მოქმედებს და დამატებით, თითქმის ამდენივეს მობილიზებაა საჭირო. ამის ყველაზე ნაკლები საჭიროებაა თბილისში, თუმცა, მუდმივი მოთხოვნის გამო, აქ ადგილები მუდმივად შევსებულია. რეგიონებში, მოსახლეობის შესაფერისად მოცვისთვის და ვაქცინირებული ადამიანების საკმარისი რაოდენობა მივიღოთ, დამატებითი ბრიგადების მობილიზებაა საჭირო“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

რომელი ვაქცინების რამდენ დამატებით დოზას ელის საქართველო ახლო მომავალში, დეტალურად, ნახეთ ამ ბმულზე.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 355 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 103, გარდაიცვალა 5 083 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

 

big_banner
არქივი