logo_geo
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა
- +

16 ივნისი. 2021. 00:55

 

15 ივნისს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ამასთან დაკავშირებით 15 ივნისის ღამის 23:20 საათიდან, 16 ივნისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბოცვაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, გრიბოედოვის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ჭონქაძის, ამაღლების, გ. ტაბიძის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანას დასახლებას.

პუშკინის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, ორპირის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს.

 

ვაკე-საბურთალოს რაიონში - მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. დოლიძის, ჩიქოვანის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; როსტევანის ქუჩის ნაწილს, „ახალ თბილისს“, „ოლიმპიურ ქალაქს“, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს.

 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩას; ბალანჩინის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს.

 

big_banner
არქივი