logo_geo
15 ივნისი – აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ხსნის დღე
- +

15 ივნისი. 2021. 17:06

 

 

1991 წელს აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა აღიდგინა, თუმცა რამდენიმე წლის მანძილზე ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფებოდა. ვითარება გართულდა 1993 წლის 4 ივნისს, როცა გარკვეულმა ძალებმა ანტისახელმწიფო ამბოხი დაიწყეს. ხელისუფლებამ პროცესებზე კონტროლი დაკარგა, რისთვისაც აზერბაიჯანის მაშინდელმა პრეზიდენტმა აბულფაზ ელჩიბეიმ ვითარების მოწესრიგებაში დახმარება სთხოვა ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ჰეიდარ ალიევს, რომელიც 15 ივნისს ბაქოში ჩავიდა. 25 ივნისს ჰ. ალიევი აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში კი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

 

აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის 1997 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, 15 ივნისი აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ხსნის დღედ (Azerbaycan Xalqinin Milli Qurtulus Günü) დადგინდა. 1998 წლიდან ეს დღე უკვე სახელმწიფო დღესასწაულია.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, მოძმე აზერბაიჯანს ეროვნული ხსნის დღესასწაულს ულოცავს:

 

„აზერბაიჯანთან ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და მეზობლობა გვაკავშირებს. ერთად ვუმკლავდებოდით საერთო გასაჭირს და ერთად ვიზიარებდით ურთიერთ წარმატებას. მე პირადად ვიცნობდი ბატონ ჰეიდარ ალიევს, რამდენჯერმე შევხვდი მას. ბატონმა ჰეიდარმა საფუძველი დაუდო თანამედროვე აზერბაიჯანის წარმატებებსა და ჩვენს ძმურ ურთიერთობებს. საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა ის საფუძველია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. სიხარულით აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და ამ გზით კიდევ უფრო მტკიცდება ჩვენს სახელმწიფოებს შორის ძმობა და მეგობრობა. გულითადად ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ეროვნული ხსნის დღესასწაულს მომავალი ახალი წარმატებების სურვილებით“, — აღნიშნა რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

 

big_banner
არქივი