logo_geo
თბილისის განვითარების ფონდი ჯოვანი სკუდიერის ქუჩის კეთილმოწყობას იწყებს
- +

16 ივნისი. 2021. 12:57

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდი იწყებს ჯოვანი სკუდიერის ქუჩის კეთილმოწყობასა და მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს.

 

სამუშაოების ღირებულება 1 მლნ 350 ათას ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აგურის კედლის გამაგრება და მისი ქართული აგურით მოპირკეთება ტერიტორიის მთელ გაყოლებაზე. არეალში შეიცვლება საფარი, ასევე, კუნძულების სახით მოეწყობა გამწვანებები.

 

გარდა ამისა, ფუნქციურად დაიტვირთება სპეციალურად მხატვრებისთვის გათვალისწინებული სტენდები, ხოლო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ლედ-განათებები და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოები 5 თვეში დასრულდება

 

 

 

big_banner
არქივი