logo_geo
ერდოღანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე: გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად გამოწვეული სირთულეები ჩვენმა ქართველმა ძმებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს
- +

19 ივნისი. 2021. 10:46

 

ანტალიის დიპლომატიური ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე საუბრისას საქართველო-რუსეთის კონფლიქტსაც შეეხო და ხაზი გაუსვა, ზოგადად რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობას.

 

„გადაუჭრელი კონფლიქტების შედეგად გამოწვეული სირთულეები ფორუმზე მყოფმა ჩვენმა აზერბაიჯანელმა, ქართველმა და უკრაინელმა ძმებმა გამოსცადეს და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. მსგავს ტვირთს, უკვე წლებია, ჩვენც ვატარებთ, ჩრდილოეთ კვიპროსის საკითხიდან გამომდინარე,”- განაცხადა ერდოღანმა და ხაზი გაუსვა რეგიონის განვითარებაში მშვიდობის მნიშვნელობას.

 

აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც სამუშაო სესიაში „სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის” მიიღებს მონაწილეობას აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად და ისაუბრებს რეგიონში, მათ შორის საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

 

big_banner
არქივი