logo_geo
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კარვის გასაშლელად შეთავაზებული ტერიტორიები მათთვის მიუღებელია
- +

20 ივნისი. 2021. 17:53

 

 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლების შეთავაზებული ადგილები დაათვალიერეს. აქციის მონაწილეებისთვის მისაღები არც ერთი ლოკაცია არ აღმოჩნდა.

 

აქტივისტები, რომლებმაც დღეს 13-ვე ადგილი დაათვალიერეს ამბობენ, რომ შეთავაზებულ ლოკაციებზე კარვების გაშლა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია.

 

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათი სურვილი სოფელ ნამახვანში, ძველ ადგილზე დაბრუნებაა, თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მათი პირველი კარავი იყო განთავსებული, ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ საკუთრებაა, რის გამოც პროტესტი კვლავ გუმათში გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი