logo_geo
„მასტერშეფის“ მეხუთე სეზონის გამარჯვებული დიმიტრი შარაშენიძე გახდა
- +

21 ივნისი. 2021. 00:39

 

 

საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მეხუთე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული დიმიტრი შარაშენიძემ მოიპოვა.

 

გამარჯვებული დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა.

 

„მასტერშეფის“ ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ ნინო ვარშანიძე და იოსი კაკიაშვილი.

 

ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მეხუთე სეზონი საქართველოს პირველ არხზე 4 აპრილს დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი