logo_geo
დღეიდან სკოლის ატესტატების გაცემა იწყება
- +

21 ივნისი. 2021. 10:32

 

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სკოლის ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო.

 

აბიტურიენტები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

 

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე, ელექტრონული ასლის ფორმით.

 

big_banner
არქივი