logo_geo
კახა კალაძე: ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას აქვს შესაძლებლობა, რომ განათლება ღირსეულ პირობებში მიიღონ
- +

21 ივნისი. 2021. 22:58

 

„თუ წლების წინ კერძო ბაღები იყო პრივილეგირებული, დღეს, მათ სახელმწიფო ბაგა-ბაღები მაღალი ხარისხითა და ევროპული სტანდარტებით მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას  ისაუბრა.

 

„საამაყოა, ის სტანდარტი, რაც ბაგა-ბაღებში დაინერგა. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას აქვს შესაძლებლობა, რომ განათლება ღირსეულ პირობებში მიიღონ. ეს სტანდარტები უმაღლესი ხარისხისაა. ყველა ბაღში გათვალისწინებულია ევროპული სტანდარტები - კვების კომპონენტი, გარემო, დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

განხორციელებული პროექტების შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმაც ისაუბრა.

 

„ამჟამად, თბილისის მერიის მართვაშია 185 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 61 000 აღსაზრდელია. 2018-2021 წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 საბავშვო ბაგა-ბაღი, 10 რეაბილიტირდა, ხოლო 147 ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

 

თბილისის მერის მოადგილემ საბავშვო ბაღებში ბავშვების მიღების  პროცედურაზეც ისაუბრა.

 

„ბაღებში ბავშვთა რეგისტრაცია ორ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს სოციალურ კომპონენტს - პრიორიტეტი ენიჭებათ კონკრეტულ ბენეფიციარებს. 2018-2019 წლებში ამ კატეგორიებს დაემატა: მარტოხელა მშობლების შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების შვილები და  სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების შვილები“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

 

2018-2021 წლებში თბილისში 11 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა. ამავე პერიოდში, კეთილმოეწყო 56 ბაღის ეზო, ჩატარდა 20-მდე ბაღის ფასადის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა სააღმზრდელო ოთახები, შეიცვალა სახურავები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამზარეულოებს, შენობები ადაპტირდა შშმ პირთათვის, მოწესრიგდა საპირფარეშოები და ჭურჭლის სამრეცხაოები, 100-მდე ბაღში მოწესრიგდა სათამაშო სივრცეები და გარე ინფრასტრუქტურა, ასევე, პირველად,  საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე რაგბის ორი მინი სტადიონი მოეწყო.

 

big_banner
არქივი