logo_geo
გოგა ბარბაქაძე: რუსეთი რომ ოკუპანტია, რობიკო მაგას მთელი თავისი ცხოვრება იძახის...
- +

22 ივნისი. 2021. 10:40

 

 

მსახიობი გოგა ბარბაქაძე რეჟისორ რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

 

„რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში და გაემარჯვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არ უნდა წასულიყო? ხომ ითამაშეს ბიჭებმა და ვჩალიჩობდით, რომ გავსულიყავით, სამწუხაროდ მოხდა, რომ ვერ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე. გარკვეულ უხერხულობას არ შექმნიდა, საქართველოს ნაკრები რომ წასულიყო? ისიც ფესტივალია და შეიძლება თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ზუსტად, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ისე ჩეხოვის ფესტივალი.

 

ბატონი რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ, რუსეთთან დაკავშირებით რეებს წერს? იმას რატომ არ აქვეყნებთ? რუსეთი რომ ოკუპანტია, რობიკო მაგას მთელი თავისი ცხოვრება იძახის, იმას რატომ არ აქვეყნებთ? სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც მოაწერა ხელი, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო [საქართველოდან], რომ იცოდეთ…“ - განაცხადა გოგა ბარბაქაძემ.

 

 

big_banner
არქივი