logo_geo
დღეიდან ზოდიაქოს 3 ნიშანს ვარსკვლავური პერიოდი ეწყება
- +

22 ივნისი. 2021. 10:59

 

 

22 ივნისს, თბილისის დროით 7 საათსა და 32 წუთზე მზემ ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი დატოვა და ერთი თვით კირჩხიბში გადავიდა. ამის შესახებ მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ ისაუბრა.

 

 „მოგეხსენებათ, კირჩხიბი წყლის სტიქიას წარმოადგენს, ამიტომ მომდევნო ერთი თვე განსაკუთრებულად კარგია წყლისა და მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ხოლო სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებს.

 

პირველ რიგში გეტყვით, რომ მზის კირჩხიბში გადასვლით ადამიანებში კირჩხიბთათვის დამახასიათებელი თვისებები - რომანტიკულობა, მგრძნობიარობა, ქველმოქმედება და მიჯაჭვულობა მოიმატებს. იქნება საინტერესო პერიოდი პირადი ცხოვრების კუთხით, ამასთან მოსალოდნელია ტყუილები და აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებების გააქტიურება. ამ პერიოდში თავი შეიკავეთ ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მიღებისაგან. რაც შეეხება ფავორიტებს ბუნებრივია მთავარი ფავორიტი გახლავთ კირჩხიბი მას ყველა მიმართულებით ექნება წარმატების მიღწევის შანსი. გაუმართლებს როგორც კარიერაში ისე პირად ცხოვრებაში. ახლა მას მოდუნების უფლება არ აქვს, ვინაიდან მისთვის ვარსკვლავური პერიოდია. აგრეთვე წარმატებისთვის კარგი დრო აქვთ კირჩხიბის მონათესავე თევზებსა და კუროს ნიშნებს. მათ თითქმის ყველა საქმეში გაუმართლებთ, მთავარია იაქტიურონ და არ გაჩერდნენ. არ არსებობს საკითხი, რომელსაც ეს ნიშნები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ვერ გადაჭრიან.

 

ხოლო ყველაზე მძიმე პერიოდი ეწყებათ ლომებს. მათ ვურჩევ, ამ ხნის მანძილზე არ მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები, არ დაიწყონ ახალი პროექტები და თავი შეიკავონ მნიშვნელოვანი საქმეებისგან, აგრეთვე სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ვერძებსა და მშვილდოსნებს. ზოდიაქოს სხვა დანარჩენი ნიშნებისთვის პერიოდი ნეიტრალურია“ , - განუცხადა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტს“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი