logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ჩემთვის არავის უკითხავს, მაგრამ მე ვიყავი მომხრე, ღია სივრცეში პირბადის ხმარება გაუქმებულიყო
- +

22 ივნისი. 2021. 19:37

 

 

„მომხრე ვიყავი, ღია სივრცეში პირბადის ხმარება გაუქმებულიყო“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

"თუ ჩვენ დავიცავთ ორ დარჩენილ რეგულაციას, დახურულ სივრცეში ყველა კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს, თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, დახურულ სივრცეში ზედმიწევნით შევასრულებთ პირბადის ტარების წესს, მაშინ, მე პირადად მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას. თუ მაინც გაიმართება საკონცერტო, ან სპორტული ღონისძიება, იქ ყველა წესი უნდა იყოს დაცული.

 

ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება გამართლდეს, ან არა. ამას გვიჩვენებს უახლოესი 2 კვირა. ჩემთვის არავის უკითხავს, მაგრამ მე ვიყავი მომხრე, ღია სივრცეში პირბადის ხმარება გაუქმებულიყო", - აღნიშნა ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი