logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ვიდრე ვაქცინირებული არ ხართ, მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები, შეზღუდეთ სტუმრად ყოფნა
- +

23 ივნისი. 2021. 03:01

 

 

„მინდა, მოვუწოდო ყველას, როგორც სპეციალისტმა, რომ თუ გარშემო, სადაც არ უნდა იყოთ, ადამიანები არიან, პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ისეთ ადგილებში არ წახვიდეთ, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ასევე, ვიდრე ვაქცინირებული არ ხართ, მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები, შეზღუდეთ სტუმრად ყოფნა, ნაკლებად მიიღეთ სტუმრები“, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

„აუცილებელი თხოვნაა, რომ თუ ისეთ ადგილზეა ადამიანი უპირბადოდ ან არასწორად უკეთია პირბადე, გაჩერებაა ეს თუ ტრანსპორტი, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მივუთითოთ მას, რომ გაისწოროს, რადგან ამ ადგილებში ისევ არის პირბადის გამოყენების მოთხოვნა.

 

სამწუხაროდ, ვაქცინაციაზე გადის ეს პროცესი. ვაქცინაციის პროცესი არ არის ქვეყანაში იმ მასშტაბის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და მინდა, მჯეროდეს პრემიერის სიტყვის, რომ ორი კვირის შემდგომ საქართველოში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

big_banner
არქივი