logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა
- +

31 ივლისი. 2021. 11:05

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 820-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 196 პირს დაუდასტურდა,  1 147 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 30 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 561 პაციენტი, 25 კი გარდაიცვალა.

 

 

 

 

big_banner
არქივი