logo_geo
გარბენი და სპორტული აქტივობები Agile Spirit 2021-ის ფარგლებში
- +

5 აგვისტო. 2021. 10:48

 

 

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ახალციხეში მარათონი გაიმართა. 5-კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. გარბენი, სიმბოლურად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის სახელობის ხიდთან დასრულდა.

 

Agile Spirit 2021-ის ორფოლოს მიმართულების ხელმძღვანელობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

ქართველმა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტული აქტივობებიც გამართეს. მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე სამხედროები ერთმანეთს მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევასა და ფეხბურთშიც შეეჯიბრნენ.

 

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 დასკვნით ფაზაში მიმდინარეობს. სწავლებებში NATO-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებითა და დახურვის ოფიციალური ცერემონიით დასრულდება.

 

 

big_banner
არქივი