logo_geo
მაია ჩხაიძე: მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი ცოტა მაღალია
- +

5 აგვისტო. 2021. 12:15

 

 

„რადგან მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ ცოტა მაღალია ჰოსპიტალიზაციის პროცენტი,“ - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსი ბავშვებშიც ისევე მოქმედებს, როგორც ზრდასრულებში.

 

„კოვიდი ბავშვებსა და დიდებზე ერთნაირად მოქმედებს, აზიანებს ყველა ორგანოს. რადგან მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, რადგან პრაქტიკულად ექიმი ვერ ხედავს ბავშვს და მხოლოდ დედას უნდა ენდოს, რომელიც საგანგაშო ნიშნებს დაინახავს ბავშვთან და შეატყობინებს მას, აქედან გამომდინარე ცოტა მაღალია ჰოსპიტალიზაციის პროცენტი“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

 

 

big_banner
არქივი