logo_geo
SNGP-ის ჯგუფის ბრიტანელი ექსპერტი „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დაჯილდოვდა
- +

5 აგვისტო. 2021. 13:09

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების ჟ-5-ის დეპარტამენტის უფროსმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ ბრიტანელ ექსპერტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა კაპიტანი ლორენს ჰოლი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ კი, კაპიტანს სასაჩუქრე დაფა და სამადლობელო წერილი გადასცა.

 

SNGP-ის ჯგუფის ექსპერტი NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და წვრთნების დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ღონისძიებას SNGP-ის ჯგუფის და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

 

big_banner
არქივი