logo_geo
აჭარაში 102 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
- +

5 აგვისტო. 2021. 17:35

 

 

მაღალმთიან აჭარაში კორონავირუსზე 102 წლის ქალი აიცრა. ემინე ჯორბენაძემ „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთა.

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს.

 

„ბათუმელების“ ცნობით, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია 102 წლის ქალის დაჟინებული თხოვნა იყო ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის დასაცავად.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი