logo_geo
ჯონდი ბაღათურია: თბილისში 12 მოზარდი გარდაიცვალა „კლუბური ნარკოტიკით“!
- +

30 აპრილი. 2018. 02:39

 

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს:

 

„გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ! მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში, თბილისში, უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა „კლუბური ნარკოტიკით“!

 

მარტო დღეს 7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში!

 

ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ!

 

პოლიცია უუფლებო და პარალიზებულია!

 

ტელევიზიებიც არ აშუქებენ!

 

ნუ დავტოვებთ ამ ბავშვების მშობლებს მარტო ამ დიდ ბოროტებასთან!

 

კანონის ძალით შური ვიძიოთ „სიკვდილით მოვაჭრეებზე“!

 

ყველას არ შეუძლია იარაღის ხელში აღება და ბრძოლა ამ „გალსტუკიან წამლის ბარიგებთან”, - წერს ბაღათურია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი