logo_geo
„ჩემს დანახვაზე ფერი დაკარგა, მუხლებზე დაეცა და მეხვეწებოდა, მცემეო!“
- +

19 ნოემბერი. 2016. 12:38




ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ბერეჟიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„გლდანში ერთი მაგარი თ...ი „ნადზორი" გვყავდა, „ბიდონას" ვეძახდით, ჩაჭყლეტილი ცხვირის გამო, ჩაჭყლეტილ ბიდონის ანალოგიურად. მაგარი მწარე გინება იცოდა და მაგრა კაიფობდა ჩვენს ცემაზე. ჩემთან იჯდა ერთი ბავშვი, ერეკლე ერქვა, პლანის მოწევის გამო იხდიდა სასჯელს. სასამართლოდან რომ მოვიდა, საშინელი სილურჯე აჩნდა ზურგზე და ტკივილისაგან კვნესოდა. „ტორპედოთი" სიგარეტი მიჰქონდა და იმაზე დაიწვა. „ბიდონას" ჩაურტყია მისთვის. აზრზე ხართ? ორი ღერი სიგარეტის სასამართლოს ფუქსში შეტანის მცდელობისათვის, ორმოც წელს გადაცილებულმა მუტრუკმა, მთელი ძალით, სამხედრო, 45 ნომერი, ბათინკიანი ფეხის ქუსლი მთელი ძალით ჩაარტყა ძირს დაგდებულ, ჩხრეკისათვის გაშიშვლებულ, თვრამეტი წლის პატარა ტანის ბავშვს, ზურგში, მარჯვენა თირკმელთან.

 

სერიოზულად დაუზიანდა ბავშვს თირკმელი, კინაღამ გადაყვა, ამოაჭრეს.

 

დღეს გამეჩითა, ნაციხარი „ცუდი ბიჭების" რესოციალიზაციის ცენტრში, ცალთირკმელა ერეკლე.  ჩემსავით უფასო სამედიცინო კვლევაზე ჩალიჩობს.

 

- 2014-ში ბეთანიის მონასტერში, იცი, ვინ ვნახე?

- ვინ?

- „ბიდონა", ტო!

- ვა! მერე? დალეწე?

- არა, რა დავლეწე. ჩემს დანახვაზე ფერი დაკარგა, კანკალი დაიწყო. მუხლებზე დაეცა და მეხვეწებოდა, მცემეო! ვერ დავარტყი! არადა, სულ ვნატრულობდი, რომ სადმე შემხვედროდა, კარგ ადგილას. ღმერთმა შემახვედრა, ბეთანიის ტყეზე უკეთესი ადგილი რა გინდა, არა? მაგრამ რად გინდა... ვერ დავარტყი. ვუთხარი, წადი შენი დედაც-თქო. წამოხტა და მთელი ძალით ხისაკენ გაქანდა. თავგახეთქილი უგონოდ დაეცა ძირს. თავი გადაუხვიეს ბერებმა. მანქანაში ჩავისვი და რესპუბლიკურში წავიყვანე. ოცი ნაკერი დაადეს თავზე. კინაღამ დამიჭირეს, მე მაბრალებდნენ. ჩემმა მამაომ მიშველა. თურმე კაი ხანია მრევლობს „ბიდონა", - წერს ბერეჟიანი სოციალურ ქსელში. 


 

 

 

big_banner
არქივი