logo_geo
თეა პერტაია: ეს არის მკაფიო გზავნილი!
- +

19 ნოემბერი. 2016. 17:32


 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„ესაა მკაფიო გზავნილი უცხოეთში არაკეთილსინდისიერი მიზნებით მყოფი ზოგიერთი ჩვენი თანამემამულისთვის!

 

საქართველოს შსს  ინსტენსიურ საერთაშორისო საპოლიციო თანაშრომლობას აწარმოებს! მას აქვს მძლავრი ბერკეტი იმისთვის, რომ დადგეს სამართლიანი შედეგი, მიუხედავად დანაშაულის ჩადენის ადგილისა..." - წერს თეა პერტაია სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს.


http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=31117   


 

 

 

 

 

big_banner
არქივი